"მკაფიოდ ვეტყვი, რომ არავის სჭირდება მათი ბრტყელი განცხადებები, დღეს თუ დაგვასახიჩრეს, ხვალ მოგვკლავენ" | როგავა pace-ს დელეგაციაზე

გამოქვეყნდა:

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისია ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს ხვდება. მისიის თანამომხსენებლები ასევე შეხვდებიან ოპოზიციას და ქართული ოცნების წარმომადგენლებს. 

pace-ს წარმომადგენლებს დღეს "ფორმულას" ჟურნალისტი გურამ როგავა შეხვდება და დეტალურად ისაუბრებს  რეჟიმის სპეცრაზმელების მიერ როგორც მასზე განხორციელებულ თავდასხმაზე, ისე სხვა ჟურნალისტების მიმართ ჩადენილ ძალადობრივ ქმედებებზე: 

"პირდაპირ და ძალიან მკაფიოდ, შეიძლება უხეშადაც კი ვეტყვი, რომ არავის სჭირდება მათი ბრტყელი განცხადებები, დღეს თუ ჩვენ უბრალოდ დაგვასახიჩრეს, ხვალ მოგვკლავენ და მათი სოლიდარობის განცხადებები არაფერს გვიშველის. პირდაპირ ვაპირებ ჩემს შემთხვევაზე, ჩემი კოლეგების შემთხვევაზე კონკრეტული მაგალითებით, ვიდეოებით, კონკრეტული მასალებით ვაჩვენო, რომ  ამ ქვეყანაში ჩვენ არ გვაქვს გამოძიების უფლება, არ გვიმჩნევს ხელისუფლება და ეს ხდება მიზანმიმართულად იმიტომ, რომ ამ ფორმით ცდილობენ ჩვენს დაშინებას და გაჩუმებას. " განაცხადა შეხვედრაზე შესვლამდე გურამ როგავამ. 

აღსანიშნავია, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიამ წინსწრებით გაავრცელა განცხადება და აღნიშნა, რომ მისი ვიზიტი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ხელისუფლების ლეგიტიმაციის აღიარება. საქართველოში არჩევნების შემდეგ შექმნილი ვითარების შესახებ მისია ანგარიშს ამზადებს, რომელსაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას იანვრის ბოლოს დაგეგმილ სესიაზე  წარუდგენს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი