"თავისუფლება მზია ამაღლობელს და რეჟიმის ყველა პატიმარს" | კრიტიკული მედია გაიფიცა

გამოქვეყნდა:

კრიტიკული მედია საშუალებები გაიფიცნენ. 

"ასეთი იქნება საქართველო კრიტიკული მედიის გარეშე. თავისუფლება მზია ამაღლობელს და რეჟიმის ყველა პატიმარს. ჩვენ გავიფიცეთ", - ნათქვამია განცხადებაში. 

მზია ამაღლობელი ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 11-12 იანვრის ღამეს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს და მალევე გაათავისუფლეს, რამდენიმე წუთში კი უკვე სისხლის სამართლის წესით დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და ოთხიდან შვიდ წლამდე პატომრობას ითვალისწინებს. 

დღეს, ივანიშვილის სასამართლომ მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა. მომდევნო სასამართლო სხდომა 4 მარტისთვის ჩაინიშნა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი