"რაც ახლა საქართველოში ხდება მხოლოდ ადგილობრივი მნიშვნელობის არ არის, რომელიც ევროპის პერიფერიაზე ხდება, არამედ ძალიან მნიშვნელოვანია, რაც იქ ხდება. სამი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია: არაღიარება, სანქციები და ახალი არჩევნები. პირველი, არაღიარება - "ქართული კოშმარი" სასოწარკვეთილად ცდილობს ლეგიტიმაციის მოპოვებას, ამიტომ მნიშვნელოვანია ვიზიტების თავიდან აცილება მოხდეს, მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენ უნდა ვნახოთ, რისი გაკეთება შეგვიძლია. ქართველმა ხალხმა დებიძინიზაციის პროცესი დაიწყო და ისინი [ამ პროცესს] გააგრძელებენ. ადამიანები, რომლებიც ქუჩაში გვხვდებოდნენ, გვეუბნებოდნენ, რომ არასდროს დანებდებიან და არასდროს დავუშვებთ, რომ საქართველო "რუსკი მირის" ან რუსეთის ფედერაციის ნაწილი გახდეს.
მეორე, სანქციები - გასაგებია, რომ რთულია, მაგრამ აშშ-მა საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლისთვის ძირის გამოთხრის გამო ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები უკვე დააწესა.
მესამე საკითხი, ძალიან მნიშვნელოვანი, ახალი არჩევნები - დროა დავიწყოთ ფიქრი იმ გეგმაზე, თუ როგორ დავეხმაროთ ქართველებს მოპარული ხმების დაბრუნებაში. სხვა გზა არ არის".
- განაცხადა ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიანემ.