"პრესის თავისუფლება დემოკრატიის ხერხემალია, მედიის მუშაკები დაცულები უნდა იყვნენ" | საფრანგეთის ელჩი

გამოქვეყნდა:

საქართველოში საფრანგეთის ელჩი, შერაზ გასრი საქართველოს მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის ფაქტებს ეხმაურება და ორგანიზაციის "რეპორტიორები საზღვრების გარეშე" განცხადებას აზიარებს.

"პრესის თავისუფლება არის დემოკრატიის ხერხემალი საქართველოში და ყველგან. მედიის პროფესიონალები უნდა იყვნენ დაცულები და არ უნდა იყვნენ დევნის სამიზნეები", - წერს ელჩი X-ზე.

დღეს, ორგანიზაცია "რეპორტიორები საზღვრების გარეშე" საქართველოში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და საპროტესტო აქციების დროს, მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებულ თავდასხმა დაგმო.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი