"ბაბილოსთან" დაკავებული ყველა პირი, ოლიგარქის მოსამართლეებმა ადმინისტრაციულ პატიმრობაში გაუშვეს

გამოქვეყნდა:

"ბაბილოსთან" დაკავებული ყველა პირი, ოლიგარქის მოსამართლეებმა ადმინისტრაციულ პატიმრობაში გაუშვეს.

დენისი ბულკაშვილს 14 დღე შეუფარდა ოლიგარქის მოსამართლემ ზვიად ცეკვავაამ; 

 ბექა პაპაშვილი  - 15 დღე - ოლიგარქის მოსამართლე კობა ჩაგუნავა;

ტიტე გედენიძე და ზვიად რობაქიძე - 10-10 დღე - ოლიგარქის მოსამართლე ლელა მინდელბერგელი; 

გიორგი ჩაჩანიძე - 10 დღე - ოლიგარქის მოსამართლე მანუჩარ ცაცუა;

კახა ჯაფარიძე - 10 დღე - ოლიგარქის მოსამართლე ნინო ენუქიძე;

ზურაბ მანჩხაშვილი - 13 დღე - ოლიგარქის მოსამართლე მანუჩარ ცაცუა.

შეგახსენებთ, 12 იანვარს მოსამართლეები რესტორან "ბაბილოში" ქეიფის შემდეგ, ტერიტორიას პოლიციის განსაკუთრებული მობილიზების ფონზე დატოვეს. ადგილზე საპოლიციო ძალებმა მედიას არ მისცეს საშუალება მათი გასვლის კადრები გადაეღოთ. მოსამართლეების შეკრების პარალელურად, ადგილზე მთელი დღის განმავლობაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. პოლიციამ ჯამში ადმინისტრაციული წესით 9 ადამიანი დააკავა. მათ 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებიან, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი