ბათუმში დაკავებულ 4 დემონსტრანტს ოლიგარქის სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. "დროას" წევრ შუშანა მაცაბერიძეს 12 დღიანი, ფეხბურთელ გიორგი კალაძეს 10 დღიანი, ლუკა ნაცვლიშვილისა და ელიზბარ ჩხიკვაძეს კი 12-12 დღიანი.
სამოქალაქო აქტივისტი, შუშანა მაცაბერიძე პოლიციის მხრიდან ფიზიკურ ანგარიშსწორებასა და მუქარაზე საუბრობს.
”დაკავების დროს ფიზიკურ ანგარიშსწორებას ჰქონდა ადგილი, მათ შორის, თმებით თრევას და ეს იყო მათი სადამსჯელო რაღაც და ასევე იყო მუქარა, თუ არ გავჩერდები უფრო მეტად დამსჯიან. სახეზე ეკეთა ნიღაბი და ვერ ვიცანი ვინ იყო" – განუცხადა “მთავარ არხს” მაცაბერიძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოში.
ადმინისტრაციული წესით დაკავებული, 19 წლის ფეხბურთელმა, გიორგი კაკალაძემ სასამართლოს აჩვენა ქურთუკი, რომელიც პოლიციელებმა დაუხიეს დაკავების დროს.
გიორგი კაკალაძე, შუშანა მაცაბერიძე, ლუკა ნაცვლიშვილი და ელიზბარ ჩხიკვაძე, 12 იანვარს, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან გამართულ აქციაზე დააკავეს.