მედიაომბუდსმენი "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაცვის პროცესში ერთვება

გამოქვეყნდა:

მედიაომბუდსმენი "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაცვის პროცესში ერთვება.

მედიაომბუდსმენი შესაბამისი წერილით ოლიგარქის სასამართლოსაც მიმართავს და აღნიშნავს, რომ მზია ამაღლობელი არ წარმოადგენს საფრთხეს, არ აპირებს მიმალვას, ასევე არ შეუქმნის საფრთხეს მოწმეებს.

გარდა ამისა, მედიაომბუდსმენის წერილში ნათქვამია, რომ "სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სასამართლომ ყურადღებით განიხილოს არა მხოლოდ სამართლებრივი პროცედურის ფარგლებში გამოძიების მიერ მოწოდებული ფაქტები, არამედ ის არსებითი დეტალები, მოვლენის შემადგენელი სუბიექტური და ობიექტური მხარეები, რაც იქცა მზია ამაღლობელის დატყვევების და სასამართლოს წინაშე წარდგენის რეალურ მიზეზად".

მზია ამაღლობელი ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 11-12 იანვრის ღამეს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს და მალევე გაათავისუფლეს, რამდენიმე წუთში კი უკვე სისხლის სამართლის წესით დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და ოთხიდან შვიდ წლამდე პატომრობას ითვალისწინებს. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი