"ლაგუნა ვერეს" მიმდებარე ტერიტორიის საგზაო ნაწილის რეაბილიტაცია იწყება

გამოქვეყნდა:

"ლაგუნა ვერეს" მიმდებარე ტერიტორიის საგზაო ნაწილის რეაბილიტაცია იწყება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაცია გმირთა მოედნიდან ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპირომდე არსებულ საგზაო მონაკვეთზე ჩატარდება - რეაბილიტაციის ფარგლებში საგზაო ნაწილი გაფართოვდება.

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, რეაბილიტაციის ფარგლებში მოხდება გარე განათების ქსელის მოწყობა LED ლამპიონებით, ასევე მოეწყობა უსაფრთხოების კუნძულები, დაიხაზება ზებრა გადასასვლელები და შუქნიშნები დამონტაჟდება, რომლითაც საავტომობილო მოძრაობა დარეგულირდება.

მისივე მტკიცებით, პროექტი დაახლოებით ორ თვეში დასრულდება, ინფრასტრუქტურული სამუშაოები კი ძირითადად ღამის საათებში იწარმოებ

გმირთა მოედანი დედაქალაქის ერთ-ერთი მთავრი სატრანსპორტო კვანძია. ამასთან, პროევროპული აქციის მონაწილეები მას ხშირად პროტესტის გამოსახატად იყენებენ. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი