#იფიცებასაქართველო - დღეს, 15 იანვარს, 15:00 საათზე საქართველოში ასობით კომპანია მუშაობას შეაჩერებს და ამ ფორმით არალეგიტიმურ ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შეახსენებენ, რომ ხალხი ახალ არჩევნებს და რეჟიმის პატიმრების გათავისუფლებას ითხოვს.
"შეგახსენებთ, რომ დღეს 15 იანვარს, 15:00 საათზე, საქართველოში გამაფრთხილებელი გაფიცვა გაიმართება.
გვინდა გაგიზიაროთ გაფიცვის შესახებ დეტალები: მოგიწოდებთ გაფიცულებს, დაკეტეთ კარი და დადექით თქვენი სამუშაო ადგილის წინ, სასურველია, თან იქონიოთ დროშები, ანდა ტრანსპარანტები წარწერებით "გავიფიცე"; "თავისუფლება სინდისის პატიმრებს"; "ვითხოვთ ახალ არჩევნებს" და ა.შ. ჩართეთ ლაივები, გადაიღეთ ფოტოები და განათავსეთ სოციალურ მედიაში ჰეშთეგით - #იფიცებასაქართველო.
თვითდასაქმებულები და ისინი ვინც ოფისიდან არ ვმუშაობთ, ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე.
გაფიცვის დასრულების შემდეგ, ტრადიციულად ვიკრიბებით რუსთაველის გამზირზე და ვუერთდებით ყოველდღიურ პროტესტს პარლამენტის შენობასთან.
ჩვენი მოთხოვნები უცვლელია:
- გათავისუფლდნენ სინდისის პატიმრები!
- დაინიშნოს ახალი არჩევნები!", - განაცხადა ლაშა ბუღაძემ.