გაფიცვა დაიწყო | 3 საათით ასობით კომპანია მუშაობას აჩერებს

გამოქვეყნდა:

ამ წუთიდან ქვეყანა იფიცება. საქართველოს ასობით კომპანია მუშაობას 3 საათით აჩერებს. 3 -დან 6 საათამდე იხურება სხვადასხვა მაღაზიები, კვების ობიექტები,  ოფისები და საწარმოები. 

მსხვილი კორპორაციები საკუთარ თანამშრომლებს გაფიცვაში ხელს არ შეუშლიან, ხშირ შემთხვევაში კი თავადაც ჩაერთვებიან აქციაში.

დილიდან თბილისის და საქართველოს სხვა ქალაქების სხვადასხვა შენობებზე საპროტესტო ბანერები გამოჩნდა.

ეს არის გამაფრთხილებელი გაფიცვა, რომლის მთავარი მოთხოვნები რეჟიმის პატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნაა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი