ფიზიკური დაპირისპირება დოლიძის ქუჩაზე. "ოცნების" ტიტუშკები გაფიცულებს დაესხნენ თავს.
ამ ეტაპზე სხვა ინფორმაცია უცნობია, თუმცა, არსებული ინფორმაციით, მოძალადეები თავს "კარფურის" გაფიცულ თანამშრომლებს დაესხნენ.
შეგახსენებთ, ქვეყანაში სამსაათიანი გაფიცვაა. ასობით სხვადასხვა კომპანიამ საღამოს 6 საათამდე მუშაობა შეაჩერა. ობიექტების თანამშრომლები ქუჩაში არიან გამოსულები საპროტესტო ბანერებით, წარწერებითა და დროშებით. ისინი რეჟიმის პატიმრების გათავისუფლებას და ხელახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.