სასტუმრო „შერატონ ბათუმი“ გასულ ღამეს, სასტუმროში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ მზად არიან გამოძიებას გადასცენ ყველა საჭირო საგამოძიებო მასალა:
"ჩვენი სტუმრებისა და თანამშრომლების უსაფრთხოება ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა აღნიშნულ ინციდენტს ვუდგებით სრული სერიოზულებით.
სასტუმრო აქტიურად თანამშრომლობს საგამოძიებო ორგანოებთან და მზადაა შესაბამისი მოთხოვნის და დოკუმენტაციის საფუძველზე მიაწოდოს მას შესაბამისი საგამოძიებო მასალა." აცხადებს სასტუმრო.
სასტუმრო "შერატონში" ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, გიორგი გახარიას ოლიგარქის "დეპუტატი" დიტო სამხარაძე, თანმხმლებ პირებთან ერთად თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.ოლიგარქის მოძალადე "დეპუტატების" თავდასხმის სამიზნე გახდა ზვიად ქორიძეც.
მომხდარზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.
იხილეთ ასევე: