"ოცნების" დეპუტატი ტიტე აროშიძე ბათუმის უნივერსიტეტის რექტორობას აპირებს

გამოქვეყნდა:

ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსზე განცხადებების  შეტანა 15 იანვარს დასრულდა, განცხადება მხოლოდ ორმა პირმა, არჩილ გუჩმანიძემ და ტიტე აროშიძემ შეიტანა.  

რექტორობის კანდიდატების სამოქმედო გეგმის განხილვა 21 იანვარს, 14:00 საათზე შეწდგება, ფარული კენჭისყრა კი იმავე დღეს 15:00 საათზე გაიმართება. გამარჯვებულის გამოსავლენად აკადემიური საბჭოს უმრავლესობის მხარდაჭერაა (6 ხმა) საჭირო.

ტიტე აროშიძე აჭარის არალეგიტიმური უმაღლესი საბჭოს წევრია "ქართული ოცნებიდან". როგორც "ბათუმელები" წერს, რუსული კანონის საპარლამენტო განხილვების დროს ის აქტიურად იყო ჩართული ანტიდასავლური პროპაგანდის გავრცელებაში.

ბსუ-ს რექტორობის მეორე კანდიდატი არჩილ გუჩმანიძეა, იქთიოლოგი, ბიოლოგიის დოქტორი და ასოციაცია "ფლორა და ფაუნას" გამგეობის თავმჯდომარე, რომელიც წლებია მუშაობს გარემოსდაცვით საკითხებზე.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი