"ოცნებისა" და კრიმინალური სამყაროს სავარაუდო თანამშრომლობის შემთხვევა - მოქალაქ შორენა ლობჟანიძე სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს ავრცელებს 2024 წლის 26 დეკემბერს, თბილისის ერთ-ერთ უბანში მომხდარ ჩხუბთან დაკავშირებით და წერს, რომ 30 წლამდე ასაკის ახალგაზრდას 7-8 პირი სცემდა, რა დროსაც მათი გაშველება სცადა, თუმცა თავდასხმის მსხვერპლი თავადაც გახდა.
"სანამ ისტორიის მოყოლას დავიწყებ ყოველგვარი გაზვიადების გარეშე, ვცხოვრობ იმ უბანში, სადაც გავიზარდე და ჩემი სახლის წინ არც თუ იშვიათია ჩხუბი და საქმის გარჩევები. ხმაურზე ხშირად გავსულვარ, ჩავრეულვარ, დამიმშვიდებია მხარეები და არასდროს მივარაუდია, რომ მე ვინმე რაიმეს დამიშავებდა ან ფიზიკურად გამისწორდებოდა.
2024 წლის 26 დეკემბერს, გვიან საღამოს ჩემი შვილი შემოვარდა ერთი ოთახიდან მეორეში: ,,დედიკო ჩქარა, მგონი ვიღაცას კლავენ გარეთ, უშველეო”.
სახლის კარები გავაღე თუ არა, ჩემი სახლის კართან ბეტონზე უმოძრაოდ ეგდო 30 წლამდე შავებში ჩაცმული ბიჭი, რომელსაც 7-8 ახალგაზრდა გამეტებით ურტყამდა წიხლებს და აგინებდა. მათში ამოვიცანი ჩემი ასაკის მამაკაცი, რომელსაც ბავშვობიდან ვიცნობ და პირადად მას დავუწყე ყვირი სახელით, რომ შეეწყვიტათ, რომელმაც მიპასუხა, რომ ის არაფერ შუაში იყო და რომ გაშველებას ცდილობდა.
ამ ჩემ ჩხუბზე მოძალადე ახალგაზრდები ჩემმა უბნელმა კაცმა განარიდა.ძირს დაგდებულ ახალგაზრდას თავზე ქონდა ხილული ტრამვები და ჭრილობები. შევამოწმე პულსი თუ ესინჯებოდა და ნახევრად ღია სახლის კარიდან, ჩემ შვილს დავუწყე ყვირილი, რომ სასწრაფოში და 112-ში დაერეკა. თუმცა გამახსენდა, რომ ტელეფონი შარვლის უკანა ჯიბეში მქონდა, წამოვდექი, დავრეკე 112-ში და ის იყო ოპერატორთან უნდა მესაუბრა, რომ საიდანღაც, სიბნელიდან გიჟივით გამოვარდა ჩემი ასაკის მამაკაცი და ძირს დავარდნილ, ფაქტობრივად უგუნო მდგომარეობაში მყოფ ბიჭს წიხლებით შედგა.
ჩემ ყვირილზე, რომ შეეწყვიტა, არ გაჩერდა და ერთადერთი რაც მოვისაზრე, მთელი ტანით დავეჯახე, რომ ბიჭი ცემაში არ მოეკლა.
კაცი დაახლოებით 5 მეტრამდე დისტანცირდა, მიღრიალა: ,,შენ ვის გაუბედეო”, მარჯვენა ხელის მაჯის სახელოდან დანა ჩამოასრიალა და დასარტყმელად წამოვიდა.
ჩემი სახლის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს თბილისის მერია და ვაკის რაიონის გამგეობა და სამშენებლო ნარჩენები დღემდე ყრია.
იმ მოცემულობაში ხელი დავავლე ჩემ წინ არსებულ რაღაც, თითქმის 2 მეტრამდე თეთრ მილს და მოქნეულ დანიან ხელს დავარტყი. დანა გავაგდებინე, თუმცა დანამდე ვერ მივედი, რომ ამეღო და თავდამსხმელი გამენეიტრალებინა, რადგან თავდამსხმელის ფეხებთან ეგდი. სახლის ღია კარში მიტკალივით გადათეთრებული ჩემი შვილი იდგა და იძულებული ვიყავი, მილის რტყმით თავდამსხმელი შემეჩერებინა.
მის ღრიალზე და გინებაზე კვლავ ის ახალგაზრდები მოცვივდნენ, რომლებიც მანამდე ძირს დაგდებულ ბიჭს ურტყამდნენ და თავდამსხმელის გაყვანა დაიწყეს. ერთ-ერთმა მილი გამომგლიჯა ხელიდან, რა დროსაც ჩემი ყურადღება მილზე გადავიდა და თავდამსხმელმა დრო იხელთა და თმით მითრია. რამდენიმე მეტრი მათრია, სახეში მაფურთხებდა და ღრიალებდა, რომ: ,,შენ ვის გაუბედე, იცი მე ვინ ვარო”.
ახალგაზრდებმა კაცი გაათრიეს, ჩემი შვილი სახლში შევიყვანე და კვლავ ძირს დაგდებულ ბიჭს მივუბრუნდი.
ცოტა ხანში ადგილზე მოვიდა სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელი ბრიგადირი ორ მამაკაცთან ერთად. ნაცემი ახალგაზრდა აღმოჩნდა მათი მუშა. არ დაელოდნენ პატრულს და ხელში აყვანილი წაიყვანეს და შემდგომი რამდენიმე დღე იწვა თემქაზე, მე-8 საავადმყოფოში.
სასწრაფო არ მოვიდა. რამდენიმე წუთში მოვიდა პატრული, არ გამოიძახეს კრიმინალური, ოქმზე ხელი მომაწერინეს რომ იყვნენ, დანარჩენს უბნის პოლიცია მიხედავსო და წავიდნენ.უბნის პოლიციამ შემომიარა, გამესაუბრა და წავიდა.
სახლში ისეთი შემოვბრუნდი ჩემი თავი მზარავდა, მოვწესრიგდი და შეტყობინება მომივიდამესენჯერში ვინმე სერაფიმ ჯანგველაძისგან. გავხსენი, გადავედი მის პროფილზე და ჰოი საოცრებავ, ზუსტად ის კაცი შემრჩა ხელში, ვისაც ცოტა ხნის წინ ჩემი შვილის თანდასწრებით ჩემი მოკვლა უნდოდა, თმით მათრია და სახეში მაფურთხა.
გავესაუბრე საერთო მეგობრებს, რომლებმაც მითხრეს, რომ არის ათენის მკვიდრი და ,,სთორი უდევს, ათენშიაო”, თუმცა სთორი არ არის მტკიცებულება და წინა დღის ვიდეოც შესაძლებელია მეორე ან მესამე დღეს გასთორო.
შეტყობინებაზე ვუპასუხე სერაფიმ ჯანგველაძეს, რომელმაც უკვე ვოისი გამომიგზავნა, თუ როგორი მახინჯი ვარ და რას უზამდა ჩემ შვილებს. მერე ინტენსიურად რეკავდა, თუმცა დავბლოკე.
დავრეკე 112-ში, განვაცხადე, რომ ის ადამიანი დამიკავშირდა მესენჯერში, ვინც ცოტა ხნის წინ დანით თავს დამესხა. დღემდე რეაგირება ნულია.
დავიწყე მოკვლევა. ათენში მაცხოვრებელი სერაფიმ ჯანგველაძე აღმოჩნდა იგივე კახა ჯანგველაძე ე.წ. ,,კანონიერი ქურდი”, რომელიც 10 წელზე მეტია ცხოვრობს საბერძნეთში და იქაური პასპორტით და გვარით საქართველოში რამდენიმე საათით შემოდის ხოლმე ,,საქმის მოსაგვარებლად”.
26 დეკემბრიდან დღემდე პოლიციას ჩემთვის ჩვენება არ ჩამოურთმევიათ.ჩემი არაერთგზის მისვლის მოთხოვნის შემდეგ, დღეს 14 იანვარს დამიბარეს.
გამომძიებელმა მითხრა, რომ მერიის ტენდერში მონაწილე კომპანიის ბრიგადირი და ნაცემი ბიჭი უარყოფენ ყველაფერსო.
ნაცემი ბიჭი იწვა თემქის მე-8 საავადმყოფოში, თუმცა პოლიცია საავადმყოფოსაც არ გამოუძახებია.
პოლიციის თანამშრომელმა ამომიბეჭდა ჩვენება, რომელზეც მთხოვა ხელი მომეწერა, თუმცა განვაცხადე უარი, რადგან ფურცელზე ეწერა, რომ მე ვიღაც გამვლელმა კაცმა ქუჩაში მომაყენა შეურაცხყოფა, ხოლო სავარაუდოდ იგივე კაცმა მომწერა მესენჯერშიც :))
საქმე მოაყომარა ქ.თბილისის მერიამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რადგან საქმე ეხება სავარაუდოდ ე.წ. ,,ატკატებიდან” წილს, რომლის ამოსაღებად საქართველოში შემოსული იყო კახა (სერაფიმ) ჯანგველაძე.
ჩემი ინტერესის სფეროს სცილდება ე.წ. ,,კანონიერ ქურდებში” რა როგორ არის!
მე ის ვიცი, რომ ჩემ შვილებს ერთი ღერი თმა რომ ჩამოუვარდეთ ცოცხლად შეგჭამთ.ასევე, სრული პასუხისმგებლობა ეკისრება კახა (სერაფიმ) ჯანგველაძეს, კახა კალაძეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომლებიც ,,ქურდული სამყაროს” დაკვეთით და ნებართვით მოქმედებენ ისევე, როგორც პაიკები ჭადრაკის დაფაზე!" წერს მოქალაქე.