ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მისიის წარმომადგენლები გლდანის ციხეში ანდრო ჭიჭინაძეს შეხვდნენ და უშუალოდ რეჟიმის პატიმრისა და მისი ადვოკატისგან მოისმინეს იმ საქმის აბსურდულობა, რასაც ოლიგარქის პროკურატურა მსახიობს ედავება:
"განიხილეს ანდროსთან ერთად, როგორც გრძნობს თავს ოთხ კედელში გამოკეტილი მსახიობი, პიროვნულად როგორია მისი ყოველი დღე და რაც მთავარია, ის დარღვევები, რომელიც არსებობს საქმეში. ცოტა გაკვირვება შევატყვე ამ ადამიანებს, როცა ვუყვებოდით ფაქტებს, რომლებიც არის საქმეში და ასევე მტკიცებულებებს, რომლებიც თითქმის არ არის სისხლის სამართლის საქმეში. ვუყვებოდით ხელოვნურად გაერთიანებულ საქმეებზე, ვუთხარით უკანონოდ შეფარდებულ პატიმრობაზე უკვე ორჯერ და განსაკუთრებით ყურადღება გაამახვილეს გადადებულ პროცესზე, რომელიც სრული აბსურდით გადაიდო.
მათ ცალსახად დღეს არ გაუკეთებიათ შეფასებები, თუმცა მათი დასმული კითხვების მიხედვით ვხვდებოდი, რომ სწორად აქვთ გააზრებული ამ ხალხს სად არიან დღეს, რატომ არიან და რაში შეუძლიათ ეს ინფორმაცია რომ გამოიყენონ" განაცხადა გლდანის მერვე პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ, ჭიჭინაძის ადვოკატმა, თორნიკე მიგინეიშვილმა "მთავარი არხის" პირდაპირ ეთერში.
PACE-ს დელეგაცია ციხეში დღეს რეჟიმის კიდევ ერთ პატიმარს, ზვიად ცეცხლაძეს შეხვდა.