უამინდობის გამო საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები ამოქმედდა

გამოქვეყნდა:

უამინდობის გამო საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები ამოქმედდა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე და საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი