"სისტემამ ათეულობით ადამიანი აიყვანა ტყვედ, სასამართლომ კი შეასრულა პოლიტიკური დავალება" | ადვოკატები რეჟიმის ტყვეებზე

გამოქვეყნდა:

ათეულობით თავისუფალ ადამიანს იბარებენ სასამართლოში რომ რამენაირად სისტემამ განახორციელოს მათზე რეპრესიები - აცხადებენ აქციებზე დაკავებული მოქალაქეების უფლებადამცველები. 

ადვოკატების თქმით, ყოველდღიურ რეჟიმში უწევთ იმ ადამიანების დაცვა, რომლებსაც სისტემა ატყვევებს, სასამართლო კი პოლიტიკურ დავალებებს ასრულებს. ადვოკატების თქმით, მიკერძოებული სასამართლო სისტემის გამო, მათ არ ეძლევათ საშუალება სრულყოფილად დაიცვან ადამიანების უფლებები:

"სასამართლო ყოველდღიურად  ასრულებს პოლიტიკურ დაკვეთას და ცდილობს შური იძიოს თავისუფალ ადამიანებზე. სისტემამ ათეულობით ადამიანი აიყვანა ტყვედ და გამოკეტა ციხეში, სასამართლომ კი შეასრულა პოლიტიკური დავალება და ყველას პატიმრობა მიუსაჯა მტკიცებულებების გარეშე" განაცხადა ბრიფინგზე ადვოკატმა, ლაშა ტყეშელაძემ. 

ადვოკატების თქმით, იბრძოლებენ ბოლომდე იმისთვის, რომ პოლიტიკური ტყვეები გათავისუფლდნენ. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი