სახალხო დამცველმა, ჩემი საქმის შეწყვეტის შემდეგ, საქმის განმხილველი თანამშრომელი დააწინაურა...დამპირდა, რომ შემხვდებოდა, თუმცა Facebook-ზე დამბლოკა | რაზმაძე

გამოქვეყნდა:

"სახალხო დამცველმა, ჩემი საქმის შეწყვეტის შემდეგ, საქმის განმხილველი რიგითი თანამშრომელი, ანა კვაჭაძე (ალექსანდრე დარახველიძის ცოლის მეგობარი), დააწინაურა, რის შედეგადაც ის მალევე გახდა დეპარტამენტის უფროსი. აღნიშნულის შემდეგ, ანამ შეწყვიტა კრიტიკული პოსტების გამოქვეყნება, მათ შორის, ე.წ. რუსულ კანონთან დაკავშირებით.
ჩემი საქმის მეორე ნაწილის (გამოხატვის თავისუფლების კომპონენტი) შესწავლა დაევალა ალექსანდრე დარახველიძის კურსელს, ლიკა წიკლაურს (სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსი), რომლის ქმარი, ჩემი საქმის შესწავლის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე შსს-ს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტში დაასაქმა ალექსანდრე დარახველიძემ, კონკურსის გარეშე.
სახალხო დამცველი დამპირდა, რომ შემხვდებოდა, თუმცა მოგვიანებით გაქრა და თავის ფბ გვერდზე დამბლოკა კიდეც."

წერს სოციალურ ქსელში შსს-ს ყოფილი თანამშრომელი, გოგა რაზმაძე.

გოგა რაზმაძის საქმე:

რაზმაძე სამსახურიდან 2023 წლის 10 ნოემბერს გაათავისუფლეს. გოგა რაზმაძემ ამ საკითხზე მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს. სარჩელით იგი ითხოვდა გათავისუფლების უკანონოდ ცნობას, სამსახურში აღდგენას, დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენასა და მორალური ზიანის ანაზღაურებას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 21 დეკემბრის განჩინებით, დაკმაყოფილდა გოგა რაზმაძის მოთხოვნა დროებითი განჩინების მიღების თაობაზე. სასამართლომ სრულად გაიზიარა მოსარჩელის მოთხოვნა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასამართლოს დავის გადაწყვეტამდე გოგა რაზმაძის პოზიციაზე სხვა პირის დანიშვნა აუკრძალა.

12 ივლისს, გოგა რაზმაძემ, რომელიც იმ პერიოდისთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი იყო და იკავებდა ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოს უფროსის პოზიციას, სოციალურ ქსელ გამოაქვეყნა საჯარო პოსტი, სადაც იგი საუბრობდა მის მიმართ სამინისტროში დისკრიმინაციისა და შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის მიერ განხორციელებულ დამამცირებელ, შეურაცხმყოფელ მოპყრობასა და ახსნა-განმარტების მიცემის იძულების ფაქტებზე.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა არ დაიწყო გამოძიება და გოგა რაზმაძის განცხადება, გადაუგზავნა იმავე უწყების უფროსს, რომლის მოადგილის მხრიდან განხორციელებულ სავარაუდო დანაშაულებრივ ქმედებაზეც ითხოვდა გამოძიების დაწყებას განმცხადებელი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი