თავისუფლება მზია ამაღლობელს, შეუჩერდეს უფლებამოსილება დგებუაძეს | ჟურნალისტების აქცია თბილისსა და ბათუმში

გამოქვეყნდა:

"ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქციები ამ წუთებში თბილისსა და ბათუმში ერთდროულად იმართება. ბათუმში, პოლიციის სამმართველოსთან, თბილისში კი ორთაჭალაში მდებარე შსს-ს შენობასთან მედიის წარმომადგენლები არიან შეკრებილები და რეჟიმის კიდევ ერთ ტყვეს, კოლეგას, მზია ამაღლობელს სოლიდარობას უცხადებენ.

შსს-ს შენობის შემდეგ, ჟურნალისტები მსვლელობით გენპროკურატურის შენობასთან გადაინაცვლებენ. 

თავისუფალი და კრიტიკული მედიების ჟურნალისტები მზია ამაღლობელის გათავისუფლების გარდა ითხოვენ, უფლებამოსილება შეუჩერდეს მის დამკავებელს, ბათუმის პოლიციის ერთ-ერთ ხელმძღვანელს ირაკლი დგებუაძეს, რომელმაც ამაღლობელზე დაკავების შემდეგ ფიზიკური ანგარიშსწორებაც კი სცადა და მას სახეში შეაფურთხა. 

რეჟიმის კიდევ ერთმა ინსტანციამ, ბათუმის საქალაქო სასამართლომ კი ჟურნალისტი ორთვიან წინასწარ პატიმრობაში გაუშვა. 

[მთავარი ფოტო: მედიაჩეკერი]

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი