გორში, რკინიგზის სადგურის დასახლებაში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

გამოქვეყნდა:

გორში, რკინიგზის სადგურის დასახლებაში ხანძარს ერთი კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

როგორც "მთავარ არხს" თვითმხილველებმა განუცხადეს, ცეცხლი რკინიგზის სადგურის შენობაში გაჩნდა. დაღუპული, სავარაუდოდ, დაცვის სამსახურის თანამშრომელია. 

ამ დროისთვის, ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია. ადგილზე მუშაობს პოლიცია.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის, მესამე ნაწილით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი