"დამიკავშირდნენ "კეთილისმყოფელები" და გადმომცეს: "ზევიდან" ითხოვენ, რომ შენ საბუთები უკან გამოიხმოო," - ამის შესახებ სოციალურ ქსელში არჩილ გუჩმანიძე წერს, რომელმაც დღეს, რამდენიმე საათით ადრე გამოაქვეყნა პოსტი და წერდა, რომ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატად დარეგისტრირდა.
"დღეს ჩემი პოსტის გამოქვეყნებიდან 3 საათში დამიკავშირდნენ "კეთილისმყოფელები" და გადმომცეს: "ზევიდან" ითხოვენ, რომ შენ საბუთები უკან გამოიხმოო, ან არჩევნებში მონაწილეობა შეუმჩნევლად მიიღო, პოსტები წაშალოო და ა.შ., წინააღმდეგ შემთხვევაში პრობელემები გექნებაო, შენ ან შენო იჯახის წევრებსო. დღეს საღამომდე მომცეს ვადა გადაწყეტილების მიღების. ხოდა დღეს საღამოს მივიღე გადაწყვეტილება და ვეუბნები ქოცებს გელოდებით 21 იანვარს 14 საათზე რექტორის არევნებზე, ვთხოვ მედია საშუალებებს დეტალურად გააშუქეთ პროცესი, ლაივში გადაეცით კანდიდატების გამოსვლა. არჩევნების დასრულების შემდგომ მომეცით საშლება გავაკეთო კომენტარი, ბევრ საინტერესო რაღაცეებს გიამბობთ. ვთხოვ ყველა ბსუ-ელს , აკადემიურ პერსონალს დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია, უნივერსიტეტს ვკარგავთ! უნივერსიტეტს გვართმევენ!
ვფიქრობ უახლოეს დღეებში პროვოკაციებს მომიწყობენ, ჩემთან მოდით მზად ვარ, ოჯახს თავი დაანებეთ.
მინდა გავაფთხილო "იცის ვინც" - ჩემს ოჯახის რომელიმე წევს, თმის ღერი რომ ჩამოუვარდეს..... იცი ამას არავის არ შევარჩენ!" - წერს არჩილ გუჩმანიძე.