საზოგადოებარუსთაველის გამზირი პროტესტის 51-ე დღესაც გადაიკეტა გამოქვეყნდა: პარასკევი, 17 იანვარი, 2025 - 21:08
უწყვეტი პროტესტის 51-ე დღესაც რუსთაველის გამზირი გადაიკეტა. პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან. მოქალაქეების მოთხოვნა კვლავ უცვლელია: დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების მიმდინარეობისას უკანონოდ დაკავებული ადამიანები.