როგორ უნდა მოიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ თქვენზე საქმე აღიძრა | ანა ტრაპაიძე

გამოქვეყნდა:

როგორ უნდა მოიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ თქვენზე საქმე აღიძრა? - მოქალაქე ანა ტრაპაიძე აქციის მონაწილეებს მიმართავს და პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით, რჩევებს უზიარებს:

ამ დღეებში ჩემ  ბევრ მეგობარს და  ნაცნობს ჩამოურეკეს და აცნობეს, რომ მათზე საქმეა აღძრული.

როგორც ჩანს, ზარი შეიძლება ნებისმიერმა მიიღოს!  

მინდა პირადი გამოცდილება გაგიზიაროთ,  როგორ  მოიქცეთ, თუ თქვენც დაგირეკავენ:  

1. ზარის მიღებისას:  

  • არ დაიბნეთ!  
  • ყურადღებით მოუსმინეთ, გამოკითხეთ დეტალები და ჩაინიშნეთ ინფორმაცია.  
  • ჰკითხეთ:  
  • ვინ, რა ინსტანციამ აღძრა საქმე?  
  • რომელ სამართალდარღვევაზე გედავებიან?  
  • როდის და რომელ მოსამართლეს დაეწერა საქმე?  
  • რა არის საქმის ნომერი?  
  • სხდომა ხომ არ არის ჩანიშნული? თუ კი, როდის და რომელ დარბაზში?  
  • ხომ არ არის თქვენი საქმე სხვა საქმეებთან გაერთიანებული?  
  • თუ დეტალების კითხვა ან ჩანიშვნა დაგავიწყდათ, არ ინერვიულოთ! შემდგომ ეტაპზე მაინც მოგიწევთ სასამართლოს ცხელ ხაზზე დარეკვა (იხილეთ პუნქტი 3).  

2. ზარის შემდგომ:  

  • დაუკავშირდით ადვოკატს და გაიარეთ კონსულტაცია.  
  • თუ არ გყავთ ადვოკატი, არ იდარდოთ! შეგიძლიათ დარეკოთ ადვოკატების ცხელი ხაზის ნომერზე: 577 07 05 63.  
  • საჭიროების შემთხვევაში, სოციალურ ქსელში პოსტის განთავსება დახმარების მიღებაშიაც დაგეხმარებათ.  

3. საქმის მასალების გაცნობა:  

  • თქვენ და თქვენს ადვოკატს აუცილებლად დაგჭირდებათ საქმის მასალების გაცნობა.  
  • მასალების სანახავად შეგიძლიათ მიხვიდეთ სასამართლოს კანცელარიაში, სადაც ამოგიბეჭდავენ დოკუმენტებს.  
  • თუმცა უფრო სწრაფი და რეკომენდებული მეთოდია, დარეკოთ სასამართლოს ცხელ ხაზზე ნომერზე 1545.  
  • მოითხოვეთ, რომ ოპერატორმა შეამოწმოს, არის თუ არა თქვენი ტელეფონის ნომერი საქმის მონაცემებში მიმაგრებული.  
  • თუ ნომერი მითითებულია, მოითხოვეთ ონლაინ კაბინეტისთვის საჭირო მომხმარებლის ნომერი და პაროლი.  
  • ამ მონაცემებით შეძლებთ სისტემაში შესვლას და საქმის მასალების ნახვას.  
  • თუ თქვენი ტელეფონი მონაცემებში არ არის მითითებული, განცხადების გაგზავნა მოგიწევთ სასამართლოს ელექტრონულ ფოსტაზე, რათა თქვენი ნომერი დაამატონ. ამის შემდეგ კვლავ დარეკეთ ნომერზე 1545 და მოითხოვეთ კოდები.  

4. ვიდეო მტკიცებულებების შემთხვევაში:  

  • თუ საქმის მასალებში არსებობს ვიდეო მტკიცებულებები, ისინი სისტემაში შეიძლება არ ჩანდეს ფაილის ზომის გამო.  
  • იურისტს ჰკითხეთ, როგორ უნდა მოითხოვოთ ეს ფაილები.  

5. საქმის გაერთიანება:  

  • შეამოწმეთ, ხომ არ არის თქვენი საქმე სხვა ადამიანებთან გაერთიანებული.  
  • ამ შემთხვევაში, მოძებნეთ ეს ადამიანები და დაუკავშირდით. საჭიროების შემთხვევაში, ჯგუფებში პოსტის განთავსება დაგეხმარებათ.  

6. მედიასთან ურთიერთობა:  

  • მიაწვდინეთ ხმა მედიას! კარგი იქნება, თუ ლიცენზირებული მედიის წარმომადგენლები სასამართლოს გადაიღებენ.  
  • მედიას ამისთვის გარკვეული პროცედურების გავლა დასჭირდება.  

7. დამატებითი მტკიცებულებები:  

  • საქმის მასალების საფუძველზე გაიხსენეთ დეტალები და მოიძიეთ შესაბამისი ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები.  
  • თქვენს გადაადგილებას კარგად ასახავს და ინახავს Google Maps აპლიკაცია. საჭიროების შემთხვევაში, დეტალური ინსტრუქციებით მზად ვარ დაგეხმაროთ.  

8. გახსოვდეთ:  

  • მარტო არ ხართ!  
  • ჯარიმის შემთხვევაში არსებობს ფონდები, რომლებიც დაგეხმარებიან.
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი