როგორი ამინდი იქნება შაბათს საქართველოში | სინოპტიკოსების პროგნოზი

გამოქვეყნდა:

18  იანვარს, შაბათს საქართველოში ნალექი და ქარია მოსალოდნელი. 

დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. უმეტეს რაიონში ნალექი, მთაში თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, მაღალმთაში ზოგან ქარბუქი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ზოგან შესაძლებელია ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში დღისით +3, +8°; მთაში დღისით  -1, +4°; მაღალმთაში დღისით -5,  0°.

აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ნალექი, მთაში თოვლის სახით. მაღალმთაში ზოგან ქარბუქი.  დასავლეთის  ქარი 10-15 მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში დღისით +4, +9°; მთაში დღისით 0, +5°;  მაღალმთაში დღისით  -6,  -1°.   

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი