ავიაკომპანია Wizz Air-მა ქუთაისიდან ჰამბურგისა და მადრიდის მიმართულებით ფრენები აღადგინა.
ეს მიმართულებები ავიაკომპანიამ თვითმფრინავების შემოწმების პროცესის დროს დროებით გააუქმა.
ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ჰამბურგის მიმართულებით ფრენები 15 აპრილიდან, მადრიდის კი 29 აპრილიდან განახლდება.