რესტორან "ბაბილოსთან" დაკავებული შაკო მაღრაძე საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"ბაბილოსთან დაკავებული ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი შალვა მაღრაძე გადაიყვანეს საავადმყოფოში," - წერს გუჯა ავსაჯანიშვილი.
მაღრაძე ქირურგიის ეროვნულ ცენტრშია გადაყვანილი. მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.
შეგახსენებთ, რომ 12 იანვარს მოსამართლეების რესტორან "ბაბილოში" ქეიფის პარალელურად, ადგილზე მთელი დღის განმავლობაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. პოლიციამ ჯამში ადმინისტრაციული წესით 9 ადამიანი დააკავა.
ოლიგარქის სასამართლომ შაკო მაღრაძეს 12-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.