"მადლობა პატივისთვის, მემსახურა 12 წელი შენი ევროპული გზისთვის...მისია, არ ამოწურულა" | ინფრასტრუქტურის სამინისტრო თანამშრომელმა დატოვა

გამოქვეყნდა:

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო თანამშრომელმა, რეზო კაკულიამ დატოვა. სოციალურ ქსელში ის ევროინტეგრაციის მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს და წერს: 

"მადლობა პატივისთვის, მემსახურა 12 წელი შენი ევროპული გზისთვის.
ყველა შენი თაობის ისტორიული, ზნეობრივი,
ორგანულ-ცივილიზაციური და აწ უკვე, კონსტიტუციური მისიისა და არჩევანის აღსრულებისთვის.
თავისუფალ და განვითარებულ ერთა ყველაზე მძლავრ კავშირში, შენი მაქსიმალურად სწრაფი და სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის.
სიცოცხლის, წინსვლის, ღირებულებებისა და კეთილდღეობის სივრცეში, შენი კუთვნილი ადგილის დამკვიდრებისთვის.
ღმერთია მოწმე, ბევრი რამ შევძელით,
ამ გზაზე ბევრი ღირსეული ადამიანიც გავიცანი,
გემსახურე კეთილსინდისიერად და დაუღალავად.
ერთგვარ შემაჯამებელ ანგარიშზე, მომავალზე და გამოწვევებზეც მოგვიანებით.
მისია, არ ამოწურულა.
სადაც არ უნდა ვიყო,
როგორც არ უნდა ვიყო -
ვემსახურები საქართველოს !" წერს უკვე ყოფილი საჯარო მოხელე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი