თავისუფლება მზია ამაღლობელს | ჟურნალისტებმა მშრალი ხიდიდან ბანერი გადმოფინეს

გამოქვეყნდა:

თავისუფლება პოლიტპატიმარ ჟურნალისტ მზია ამაღლობელს - "ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" ხელმძღვანელის მხარდასაჭერად ამ წუთებში მშრალ ხიდზე სოლიდარობის აქცია იწყება. მშრალი ხიდიდან ჟურნალისტებმა და აქტივისტებმა საპროტესტო ბანერი გადმოფინეს გზავნილით - თავისუფლება მზია ამაღლობელს. 

ჟურნალისტი უკვე ერთი კვირაა რეჟიმმა მძევლად აიყვანა. დაკვეთა კი ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ შეასრულა.

მზია ამაღლობელის სოლიდარობის აქციას მისი კოლეგები ბათუმის იზოლატორთანაც მართავენ. ისინი დგებუაძისთვის პოლიციელის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი