„დაუმორჩილებლობის მსვლელობა ნიღბებით“ | მარში რუსთაველისკენ ივანიშვილის გამოსახულებიანი ნიღბებით

გამოქვეყნდა:

პროტესტის 52-ე დღე - თბილისსა და რეგიონებში დღეს 13-ზე მეტი აქცია-მსვლელობა გაიმართა. ფილარმონიიდან ამ წუთებში იწყება „დაუმორჩილებლობის მსვლელობა ნიღბებით“- ეს არის ხალხის პასუხი რეჟიმისთვის, რომ ისინი არ ემორჩილებიან  ოლიგარქის რეპრესიულ კანონებს და სოლიდარობას უცხადებენ იმ ადამიანებს, რომლებსაც ნიღბებისა და ბალაკლავების ტარებისთვის აჯარიმებენ, ან იჭერენ. აქციის მონაწილეები პარლამენტისკენ გადაინაცვლებენ. მათ ნაწილს სიმბოლურად ივანიშვილის სახიანი ნიღბები უკეთია. 

მთავარი შაბათს | 18.01.2025
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი