"სოლიდარობა, ვისაც ნიღბების გამო უწერენ ჯარიმებს, ფეიერვერკი არ მაქვს, თორემ იმასაც გავისროდი" | აქციის მონაწილე ქუთაისიდან

გამოქვეყნდა:

„კი ევროპას, არა რუსეთს!“  -  ამ გზავნილით, ქუთაისელები უწყვეტი პროტესტით  დღეს საღამოს 7 საათიდან კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ. პროტესტის 52-ე დღესაც შეკრების ადგილი უცვლელია  -  ქუთაისის მერია. 

მოთხოვნები უცვლელია რეჟიმის პატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნები.

აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ სოლიდარობა გამოუცხადა იმ ადამიანებს, რომლებსაც რეჟიმის პოლიცია ნიღბების ტარებისთვის იჭერს, ხოლო ამავე რეჟიმის სასამართლო ასამართლებს და სოლიდურ ჯარიმებს აკისრებს. მან სიმბოლურად აირწინაღი გაიკეთა: 

"სოლიდარობა მინდა გამოვუცხადო ადამიანებს, ვისაც ამის გამო უწერენ ჯარიმებს და იჭერენ და აკავებენ რამდენიმე დღით. ამით ჩვენ ნებას ვერ შეზღუდავენ და მეც გავიკეთებ, რათა დავანახო, რომ არ გვეშინია აირწინაღის გამო დაწერილი ჯარიმების. ჩვენ თუ ასეთი რაღაცებით დავშინდით, არაფერი არ გამოგვივა. რამდენიმე დღე თუ კვირა აქვთ დარჩენილი და ეგ ჯარიმებიც წავა და გაყვება მათ. სამწუხაროდ, ფეიერვერკი არ მაქვს თორემ იმასაც გავისროდი" თქვა აქციის მონაწილემ.  

მთავარი შაბათს | 18.01.2025
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი