სეუ-ს სტუდენტებს, რომლებსაც პროტესტის ნიშნად აუდიტორია აქვთ დაკავებული, შუქი და გათბობა გაუთიშეს

გამოქვეყნდა:

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის [სეუ] სტუდენტებს, რომლებსაც სასწავლო დაწესებულების ერთ-ერთი აუდიტორია აქვთ დაკავებული, დაახლოებით ნახევარი საათის წინ შუქი ჩაუქრეს და გათბობა გაუთიშეს.

როგორც სტუდენტები ამბობენ, ადმინისტრაციამ მათ განუცხადა, რომ ორშაბათამდე, სამუშაო საათების განახლებამდე,  ელექტროენერგიას არ ჩართავენ.

ახალგაზრდებმა  3|17აუდიტორია 3 დღის წინ დაიკავეს. ისინი რექტორთან შეხვედრას და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, უნივერსიტეტის ოფიციალურ გვერდზე განცხადების გამოქვეყნებას ითხოვენ. ამ ფორმით კი უერთდებიან საყოველთაო მოთხოვნებს ხელახალი არჩევნებისა და რეჟიმის პატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი