"დავინახე ნიღბიანი პირი გაეკიდა და მანქანები მოუყენეს; ჩქარა მოაგვარეთ, ვიდეოებს იღებენო" | გატაცებული ახალგაზრდების მეგობარი

გამოქვეყნდა:

"არ ვიცით სად არიან დაკავებულები, რა ემუქრებათ, ახლაც ძიების პროცესში ვართ"- ამბობს "ნეტგაზეთთან"  მარიამ ძიძარია, რომელმაც ცოტა ხნის წინ, მისი მეგობრების, 18 წლის ოთარ კვარაცხელიასა და 23 წლის რატი ტყემალაძის გატაცების კადრები გადაიღო.

შემთხვევა ზანდუკელის ქუჩაზე მაშინ მოხდა, როცა ახალგაზრდები აქციიდან სახლში ბრუნდებოდნენ

"წინ მიდიოდნენ ჩემი მეგობრები ოთარ კვარაცხელია და რატი ტყემალაძე და დავინახე ჩემს გვერდით როგორ აიარა ნიღბიანმა პირმა. მათ გაეკიდა და მანქანები მოუყენეს ეგრევე. ვხედავ როგორ ჩაავლეს რატის ყელში ხელი და ტენიდნენ მანქანაში. როდესაც გავაჟღერე რომ ვიდეო უნდა გადამეღო, ერთმანეთს უთხრეს, ჩქარა მოაგვარეთ, ხომ ხედავთ ვიდეოებს იღებენო... ბოლოს მე და ჩემს მეგობარს, ვინც ვიღებდით მოგვაძახეს, თქვენც ხომ არ გინდათ ჩაჯდომაო" ამბობს ძაძარია. 

მისივე თქმით, მომხდარისთანავე ყველაფერი იქვე მყოფ სამართალდამცველებს აცნობა, თუმცა მათი მხრიდან რეაგირება არ ყოფილა.

იხილეთ:

 

მთავარი შაბათს | 18.01.2025
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი