"თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს" - გერმანიაში, ბერლინში ქართველი ემიგრანტების აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია: დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების მიმდინარეობისას უკანონოდ დაკავებული ადამიანები.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს რამდენიმე ქალაქში უწყვეტი პროტესტი უკვე 53 დღეა მიმდინარეობს. ქართველი ემიგრანტები აშშ-ისა და ევროპის რამდენიმე ქალაქში პერიოდულად მართავენ საპროტესტო აქციებს.