ტერორისტულმა ორგანიზაცია "ჰამასმა" 3 ისრაელელი ტყვე გაათავისუფლა - მძევლები წითელ ჯვარს ღაზაში გადასცეს. ის ტყვეების პირველი გათავისუფლებაა, მას შემდეგ რაც, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ამოქმედდა.
რომი გონენი, დორონ შტაინბრეჰერი და ემილი დამარი ღაზაში, ტყვეობაში მას შემდეგ იყვნენ, რაც 2023 წლის 7 ოქტომბრიდან ისრაელიდან გაიტაცეს. ტყვეების გადაცემას "ჰამასის" დაჯგუფების "ალ-კასამის" დაჯგუფების წევრები ესწრებოდნენ.
ტყვეების გადაცემის შესახებ ინფორმაცია ისრაელის მხარეც ადასტურებს.
ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დღეს ამოქმედდა. ზავი ადგილობრივი დროით 11:15 საათზე დაიწყო, თავდაპირველად გამოცხადებულ დროზე 3 საათით გვიან. ისრაელმა მიიღო მძევლების სია, რომელიც ჰამასმა დღეს უნდა გაათავისუფლოს. შეთანხმების ძალაში შესვლა სწორედ არასრული სიის გამო დაგვიანდა. თავდაპირველად "ჰამასმა" თელ-ავივს 33 მძევლიდან მხოლოდ 30-ის გვარი გადასცა და განაცხადა, რომ იყო "ტექნიკური" შეფერხება სამი მძევლის გვარის მიწოდებაში.