დამარცხებული რუსი და UFC-ს რეკორდი | მერაბ დვალიშვილი ისევ ჩემპიონია

გამოქვეყნდა:

დღეს დილიდან საქართველოს ყურადღება შეერთებული შტატებისკენ იყო მიპყრობილი, მიზეზი კი მერაბ "მანქანა" დვალიშვილია, რომელმაც საკუთარი საჩემპიონო ქამარი დაიცვა. 

მერაბ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა და UFC-ის რეკორდიც მოხსნა. მერაბის სახელზე ახლა 19 გამარჯვება და 4 მარცხია. წარმოუდგენელი შრომისა და მონდომების ფასად, ყოველთვის ადუმებს კრიტიკოსებს და საკუთარი სისხლით ჭედავს საჩემპიონო ტიტულს.

 

ხუთ რაუნდიან ბრძოლაში, რომლის თითოეული რაუნდი ხუთი წუთი გრძელდებოდა, გარდამტეხი მომენტი მესამე რაუნდის შუაწელში დადგა. პირველი ორი რაუნდის დათმობა, მერაბ დვალიშვილისთვის მკვეხარა მოწინააღმდეგის სისუსტეების აღმოსაჩენად საკმარისი აღმოჩნდა. მერაბმა მეტოქეზე დომინაცია დაიწყო.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი