გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატაში ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ წინადადებას უკვე 18 ბრიტანელი დეპუტატი აწერს ხელს. შეგახსენებთ, რომ ბრიტანელმა დეპუტატმა, ჯეიმს მაკლირიმ გაერთიანებულ სამეფოს მოუწოდა, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესონ.
ამერიკის სახაზინო სანქციებისგან განსხვავებით გაცილებით მწვავე და მტკივნეული რეაქციები ჰქონდათ ივანიშვილის პარტიაში.
რით განსხვავდება ან რა წინააღმდეგობას უქმნის ივანიშვილს ამერიკული და ბრიტანული სანქციები?
ამერიკული სახაზინო სანქციები ივანიშვილისთვის და მისი გარემოცვისთვის ამ ეტაპზე შედარებით რბილია, რადგან დოლარზე სრულ შეზღუდვას არ გულისხმობს, მაგრამ თუკი ეს შეზღუდვაც ამოქმედდება, ივანიშვილი პრაქტიკულად მთავარი ვალუტის, დოლარის გარეშე რჩება.
რაც შეეხება ბრიტანულ სანქციებს - ეს სანქციები პირველ რიგში ოფშორებს ეხება. ბრიტანული სანქციები პრაქტიკულად პარალიზებას გაუკეთებს ყველა კომპანიას, რომელიც ამ ზონებშია განთავსებული.
უფრო მეტი დეტალი დავით აბრამიშვილის სიუჟეტში.