რეჟიმის პატიმრები ციხეში რჩებიან, მიუხედავად იმისა, რომ მათი გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციები არ წყდება.
20-მდე ადამიანს ოლიგარქის რეჟიმი სისხლის სამართლის დანაშაულს ედავება და მრავალწლიანი პატიმრობით ემუქრება, მათ შრის ერთ-ერთი ექიმი, გიორგი ახობაძეა.
ახობაძე სწორედ ის მოქალაქეა, რომელიც სხვადასხვა აქციების დროს დემონსტრანტებს სამედიცინო რჩევებით ეხმარებოდა. ახობაძე დაკავებისას საუბრობდა იმაზე, რომ ის ლოგინად ჩავარდნილ დედას უვლიდა და მასზე ერთადერთი მზრუნველი იყო, თუმცა მოსამართლემ ის პატიმრობაში დატოვა.
ოლიგარქის პროკურატურა მას ნარკოდანაშაულს ედავება, რაც ადვოკატების თქმით, შეკერილი საქმეა.
უფრო მეტი დეტალი გურანდა ავალიანის სიუჟეტში.