ჩოხატაურში, ცენტრალურ გზაზე, სოფელ გორაბერეჟოულთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც ერთი ადამიანი დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა.
შსს-ში ამბობენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.