"წარმოუდგენელია 613 მსჯავრდებულის საქმე და შეწყალების რისკები 20 დღეში შეისწავლო... ერთადერთი მიზანია: რეპრესიებისთვის საჭირო სამუშაო ძალის დამატება" | მეზვრიშვილი ყაველაშვილზე

გამოქვეყნდა:

პარტია "საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი ოლიგარქის თვითგამოცხადებული პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ 613 მსჯავრდებულის შეწყალებას ეხმაურება და ამბობს, რომ ამას ერთადერთი მიზანი აქვს: "რეპრესიებისთვის საჭირო სამუშაო ძალის დამატება".

მეზვრიშვილის თქმით, "რეჟიმი ისევ დაიწყებს საუბარს ჰუმანურობაზე და შეეცდება ეს შეწყალება ნათლისღების დღესასწაულით შეფუთოს, ამ შეწყალების კრიტიკოსები ურწმუნოებად და არაჰუმანურებად მონათლოს". 

"რაც უნდა გენიოსზე ვსაუბრობდეთ, პრაქტიკულად წარმოუდგენელია 613 მსჯავრდებულის ინდივიდუალური საქმე და შეწყალების რისკები 20 დღეში შეისწავლო. მითუმეტეს, ვსაუბრობთ საბაზისო განათლების არმქონე დე ფაქტო პრეზიდენტზე. არ შეიძლება ამ მასშტაბის შეწყალება კრიმინალის მდგომარეობის და რეციდივის ანალიზის გარეშე. ამნისტიაზეც ვითხოვდით ანალიზის წარმოდგენას და რა თქმა უნდა, ვერ წარმოადგინეს.

ასეთ შეწყალებას ქვეყანაში, სადაც რეჟიმის „ბეზპრიძელია“ და ქუჩაში არაფორმალი ნიღბიანები დარბიან, ერთადერთი მიზანი აქვს: რეპრესიებისთვის საჭირო სამუშაო ძალის დამატება. და თუ მიზანი ეს არ არის, მაშინ სად არის ანალიზი? ამიტომ, ეს არის შეწყალება კრიმინალურ დაჯგუფებად გარდაქმნილი სუს-ის რეკომენდაციით.

რეჟიმი ისევ დაიწყებს საუბარს ჰუმანურობაზე და შეეცდება ეს შეწყალება ნათლისღების დღესასწაულით შეფუთოს, ამ შეწყალების კრიტიკოსები ურწმუნოებად და არაჰუმანურებად მონათლოს. მაგრამ ხომ შეუძლებელია იმ რეჟიმის ჰუმანურობის და რწმენის გჯეროდეს, რომელმაც ასეულობით ადამიანი უსასტიკესად აწამა და უდანაშაულო, საუკეთესო მოქალაქეები ციხეში გამოკეტა. პლუს, ანალიზი დაიდოს!", - წერს ნათია მეზვრიშვილი.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი