თოვლი, ყინვა და ძლიერი ქარი | 20 იანვრის ამინდის პროგნოზი საქართველოში

გამოქვეყნდა:

20  იანვარს, ორშაბათს საქართველოში თოვლი, ყინვა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი.

Meteo.gov.ge-ის თანახმად, დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატეს. უმეტეს  რაიონში ნალექი, უმეტესად თოვლის სახით,  ღამით  ზოგან ძლიერი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში დღისით  +4,  +9°; მთაში დღისით 0, +5°; მაღალმთაში დღისით  -5,  0°.

აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტეს, დღისით ზოგიერთ რაიონში ნალექი, უმეტესად  თოვლის სახით,  მაღალმთაში ზოგან ქარბუქი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ზოგან ძლიერი 20-25 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში დღისით +2, +7°; მთაში დღისით 0, +5°; მაღალმთაში დღისით -6, -1°.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი