სამართლიანი არჩევნების და რეჟიმის პატიმრების განთავისუფლების მოთხოვნით მიუნხენში ქართველმა ემიგრანტებმა მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს. აქციაზე შეკრებილებმა მადლობა გადაუხადეს, როგორც ივანიშვილის რეჟიმის ტყვეებს, რომლებიც საპატიმროებში თავისუფლებისთვის ბრძოლის გამო გამოკეტეს. ასევე უკრაინაში მებრძოლ ქართველებსაც.
"ჩვენ ყველა იმისთვის ვიბრძვით, რომ შევქმნათ ევროპული საქართველო, ლამაზი და ნათელი. საშიში მხოლოდ რუსეთში გაღვიძება და რუსული ჩექმაა, რომელიც საქართველომ აღარ უნდა იგემოს." - აცხადებენ აქციის მონაწილეები.