ჟურნალისტები მზია ამაღლობელის საქმეზე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელთან, კოკა კაციტაძესთან შეხვედრას მოითხოვენ. ისინი დღეს, 17 საათზე ამ მოთხოვნით კაციტაძის უწყებასთან მივლენ და ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას მოითხოვენ. დგებუაძე "ბათუმელებისა და ნეტგაზეთის ხელმძღვანელის მიმართ, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაშია მხილებული. როგორც უფლებადამცველებს იზოლატორში შეხვედრისას ამაღლობელმა მიაწოდა ინფორმაცია, პროვოკაციის მოწყობისა და დაკავების შემდეგ, დგებუაძემ მის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება რამდენჯერმე სცადა და სახეში შეაფურთხა.
გარდა ამისა, დღესვე, 15 საათზე "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" მზია ამაღლობელის საქმეზე ახალ დეტალებს გაასაჯაროებს.
ცნობისთვის, მედიის წარმომადგენლებმა კანცელარიის შენობასთან დღეს, არალეგიტიმური მთავრობის სხდომის პარალელურად, მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია გამართეს.