"ვულოცავ პრეზიდენტ ტრამპს და ამერიკელ ხალხს შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის ინაუგურაციას. დღეს ცვლილებების დღეა და ასევე ბევრი პრობლემის გადაჭრის იმედის დღე, მათ შორის გლობალური გამოწვევების. პრეზიდენტი ტრამპი ყოველთვის მტკიცეა და მის მიერ გამოცხადებული მშვიდობის პოლიტიკა, იძლევა შესაძლებლობას გააძლიეროს ამერიკის ლიდერობა და მიაღწიოს გრძელვადიან და სამართლიან მშვიდობას, რაც მთავარი პრიორიტეტია.
ეს საუკუნე სწორედ ახლა ყალიბდება და ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა უზრუნველყოთ, რომ ეს იყოს დიდი და წარმატებული საუკუნე დემოკრატიებისთვის და არა მათთვის, ვისაც ჩვენი მარცხი სურს. გისურვებთ წარმატებებს, პრეზიდენტო ტრამპ! ველით აქტიურ და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას. ჩვენ ერთად უფრო ძლიერები ვართ და შეგვიძლია უზრუნველვყოთ უფრო მეტი უსაფრთხოება, სტაბილურობა და ეკონომიკური ზრდა მსოფლიოსა და ჩვენი ორი ქვეყნისთვის".
- წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე და დონალდ ტრამპს პრეზიდენტად ოფიციალურად გახდომას ულოცავს.