"საქართველოს ხალხს უყვარს ამერიკა და პრეზიდენტი ტრამპი! ამერიკამ მათ მხარი უნდა დაუჭიროს" | ჯო უილსონი თბილისში გამართული მარშის ფოტოს აქვეყნებს

გამოქვეყნდა:

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი თბილისში გამართული აშშ-ის სოლიდარობის მარშის ფოტოს აქვეყნებს და ამბობს, რომ ამერიკამ ქართველ ხალხს მხარი უნდა დაუჭიროს. 

"საქართველოს ხალხს უყვარს ამერიკა და პრეზიდენტი დონალდ ტრამპი! ისინი აპროტესტებენ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გამო, სავარაუდო, დიქტატორის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, რომელიც მათ თავს ესხმის და ყიდის მათ ქვეყანას ჩინეთის კომუნისტურ პარტიასა და ირანის რეჟიმზე. ამერიკამ მათ მხარი უნდა დაუჭიროს", - წერს უილსონი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი