"დღეს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ადმინისტრაციას იკავებს. გილოცავთ! აშშ ჩვენი უახლოესი მოკავშირეა და ჩვენი პოლიტიკის მიზანი ყოველთვის კარგი ტრანსატლანტიკური ურთიერთობაა. ევროკავშირი, 27 წევრით და 400 მილიონზე მეტი მოსახლეობით, ძლიერი კავშირია".
- წერს გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი X-ზე.
დონალდ ტრამპმა, რომელმაც ნოემბერში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, საპრეზიდენტო ფიცი დადო და ოფიციალურად აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგა.