"მოუთმენლად ველოდები ნაყოფიერ თანამშრომლობას, რომელიც ხელს შეუწყობს პოლონეთ-აშშ-ის ალიანსის გაძლიერებას" | დუდა ტრამპს ულოცავს

გამოქვეყნდა:

"ბატონო პრეზიდენტო, დონალდ ტრამპ! თქვენი, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის ფიცის დადების დღეს, გთხოვთ მიიღოთ გულწრფელი მილოცვები პოლონელი ხალხისგან. ჩვენს ქვეყნებს აკავშირებს წლების მეგობრობა და რწმენა ერთი და იგივე ღირებულებების მიმართ: თავისუფლება და დემოკრატია. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი პრეზიდენტობა გააგრძელებს ამ კავშირის განმტკიცებას პოლიტიკურ, უსაფრთხოების და ეკონომიკურ დონეზე.

მოუთმენლად ველი ჩვენს შემდგომ ნაყოფიერ თანამშრომლობას, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ხელს შეუწყობს პოლონეთ-ამერიკის ალიანსის გაძლიერებას. გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახს ჯანმრთელობას, კეთილდღეობას და წარმატებებს მომავალ წლებში. ღმერთმა დალოცოს ამერიკა! ღმერთმა დალოცოს პოლონეთი!".

- წერს პოლონეთის პრეზიდენტი, ანდჟეი დუდა X-ზე და აშშ-ის 47-ე პრეზიდენტთან ერთობლივ ფოტოს აქვეყნებს. 

დონალდ ტრამპმა, რომელმაც ნოემბერში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, საპრეზიდენტო ფიცი დადო და ოფიციალურად აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი