ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს რექტორის არჩევნებია

გამოქვეყნდა:

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს რექტორის არჩევნებია, რომელშიც ორი კანდიდატი მონაწილეობს - "ქართული ოცნების"წევრი და არალეგიტიმური  უმაღლესი საბჭოს თვითგამოცხადებული დეპუტატი ტიტე აროშიძე და ბიოლოგიის დოქტორი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ფლორა და ფაუნას'' დამფუძნებელი არჩილ გუჩმანიძე. 

რექტორს 11 წევრიანი აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით აირჩევს. ასარჩევად საჭიროა 6 წევრის მხარდაჭერა.  აღსანიშნავია, რომ აკადემიური საბჭოს ერთ-ერთი წევრი "ოცნების" კანდიდატ ტიტე აროშიძის ძმაა.

არჩევნების პარალელურად უნივერსიტეტში სტუდენტების აქცია გაიმართება.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი