"სიტუაცია მართლა უარესდება, როცა საქმე დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს ეხება. პროტესტი გრძელდება მთელ საქართველოში. ვხედავთ, რომ მმართველი რეჟიმი აძლიერებს ფიზიკური ძალის გამოყენებას დემონსტრანტების წინააღმდეგ. "ქართული კოშმარი" საქართველოს რუსულ ორბიტასთან, მის გავლენის სფეროსთან აახლოებს. ეს ჩვენ გვაწუხებს, რადგან საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ასე ძალიან ვუჭერთ მხარს.
ვნახეთ, რომ მმართველმა რეჟიმმა შეაჩერა ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი 2028 წლამდე. ვიტყოდი, რომ განუსაზღვრელი ვადით. და დიახ, ჩვენ ამას პასუხს გავცემთ. ევროპარლამენტი მოუწოდებს უფრო მკაცრი სანქციებისკენ სამართალდამცავი უწყებების ლიდერების მიმართ, რომლებიც თავიანთ ძალაუფლებას ბოროტად იყენებენ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, მთავარი გადაწყვეტილებების მიმღებების მიმართ.
ვხედავთ, რომ ამერიკა ლიდერობს “ქართული კოშმარის” ლიდერების დასჯის კუთხით. ვნახეთ, რომ ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესდა... “ქართული კოშმარი” - ამ ტერმინს ვიყენებ, რადგან ამერიკის კონგრესს წარედგინა კანონმდებლობა, რომელიც გულისხმობს სანქციებს, შეზღუდვებს მმართველი რეჟიმისთვის და ამ რეჟიმის “ქართულ კოშმარად” მოხსენიებას, მიის თავდაპირველი სახელისგან განსხვავებით.დიახ, ევროპაში რაღაცეები უფრო ნელა ხდება, მაგრამ [საბოლოოდ] ხდება. ეჭვი არ შეგეპაროთ, არავინ ფიქრობს ისე, რომ ამ ერთმა ამბავმა ჩაიაროს და ყველაფერი თავისით დასრულდება და მერე ჩავერთვებით, დიახ რთული დროა. და ის წერილიც, რომელსაც ხელი არაერთმა ახლანდელმა თუ ყოფილმა პოლიტიკოსმა მოაწერა, ნათელი განაცხადია იმის, რომ ჩვენ ქართველ ხალხს იმედს არ გავუცრუებთ".
- განაცხადა ევროპარლამენტარმა, რიჰარდს კოლსმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში.