"ევროპარლამენტის მომდევნო სესიისას შეიძლება გვქონდეს კიდევ ერთი რეზოლუცია საქართველოზე კონკრეტული მოწოდებებით ევროკომისიისა და ევროსაბჭოს მიმართ, რომ მათ გადადგან პრაქტიკული ნაბიჯები იმ არალეგიტიმური მთავრობის მიმართ წნეხის განსახორციელებლად, რომლადაც ახლა "ქართული კოშმარი" იქცა.
ზოგმა შეიძლება იფიქროს, რომ დიპლომატიური ვიზები დიდი შეზღუდვა არაა, რომ მათ კვლავ შეუძლიათ სტანდარტული პასპორტებით მოგზაურობა, მაგრამ ეს მთლად ასე არაა. შესაძლოა მცირედით, მაგრამ ეს მაინც გზავნილია: შეცვალეთ ის, რასაც აკეთებთ, რადგან ეს აბსოლუტურად მცდარია და არ შეესაბამება ქართველი ხალხის ინტერესებს. და ჩვენ მაინც ვხედავთ სიჯიუტეს, და რიტორიკას, რომელიც საქართველოს ახლანდელი ლიდერების მხრიდან მოდის, რაც უბრალოდ შეშლილი და უცნაურია, სავსეა კონსპირაციის თეორიებით. [ამბობენ], რომ ევროპას რაღაც ჩრდილოვანი სახელმწიფო მართავს, ამგვარი რიტორიკა… ძნელი აღსაქმელიც კია, რომ კეთილგონიერმა ადამიანმა შეიძლება ეს მართლა იფიქროს.ასევე, არავის გამოურიცხავს ის, რომ ევროკავშირის ცალკეულ წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ სანქციების დაწესება. ეს შეიძლება იყოს გზავნილი "ქართული კოშმარის" შიდა წრის წარმომადგენლების, მასთან დაკავშირებული პირებისთვის, რომ წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ ინდივიდუალური სანქციების დაწესება შენგენის ვიზის გაცემაზე. თუ ერთი წევრი სახელმწიფო შეიყვანს ამა თუ იმ პირს, პერსონა ნონგრატების სიაში (არასასურველი პირების სიაში), ეს ნიშნავს, რომ ვერც სხვა სახელმწიფოები გასცემენ მასზე შენგენის ვიზას. ასე რომ, ესეც კიდევ ერთი ინსტრუმენტია, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ.
ვხედავ, რომ არიან ქვეყნები, რომლებიც ძალიან მტკიცე ნაბიჯებს დგამენ, პრინციპული პოზიცია აქვთ, ისინი არ გაყიდიან ქართველ ხალხს და არ გამოვრიცხავ, რომ მათ ამგვარი სანქციები შეიძლება დააწესონ. თუკი ევროკომისიასა თუ ევროსაბჭოში პროცესები შედარებით ნელა განვითარდება".
- განაცხადა ევროპარლამენტარმა, რიჰარდს კოლსმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში.