უკვე მეექვსე დღეა ბათუმში დაკარგულ მოზარდს ეძებენ. 14 წლის ალექსანდრე მიქელაძის სამძებრო სამუშაოები დილიდან განახლდა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, სამაშველო სამსახურში განუცხადეს, რომ მოზარდს ეძებენ ხმელეთსა და ზღვაში.
ალექსანდრე მიქელაძე 16 იანვარს, საღამოს საათებში გაუჩინარდა. არსებული ინფორმაციით, მისი პირადი ნივთები და ტელეფონი ბულვარში, სანაპიროსთან იპოვეს.
ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, დაუკავშირდით 112-ს, ან დაკარგული მოზარდის ოჯახს - ტელეფონის ნომრებზე 555 10 55 00; 599 45 11 22